მეორე ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან (10.03.20220)

დღეს, 10 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განსაცდელში მყოფი უკრაინის მოსახლეობისათვის კვლავ გაიგზავნა ჩვენი მრევლის მიერ მოტანილი, ამჯერად უკვე 10 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, - საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე ტანსაცმელი. ტვირთის შეგროვებას და გაგზავნას ორგანიზებას უწევს საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნი“, საქართველოს საპატრიარქოს ,,ჩოხოსანთა საზოგადოებასთან“ და ,,ხრიდოლის აკადემიასთან“ ერთად.

როგორც ადრე, ამჟამადაც, გზავნილის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ,,საქართველოს ფოსტა".

ღმერთმა დალოცოს ყველა,  ვინც წვლილი შეიტანა ამ საქველმოქმედო საქმის განხორციელებაში.

პ.ს გზავნილის შეგროვების პროცესი გაგრძელდება 20 მარტამდე.