ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან (26.02.2022)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინიციატივითა და ორგანიზებით ა.წ. 27 თებერვლიდან, კვირიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინამძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტისა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი, წყალი ა.შ. ) და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით.

ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს.

მხარდამჭერი „ჩოხოსანთა საზოგადოება“

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ ღვთისსათნო საქმეში.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

T. 599743547