სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება სამშვიდობო ლოცვისათვის (26.02.2022)

უკრაინასა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო საქართველოს ყველა ეკლესიაში ა.წ. 27 თებერვალს, კვირას, წირვის შემდეგ, გადახდილ იქნას პარაკლისი მშვიდობისათვის. მრევლს და სამღვდელოებას კი ეძლევა ლოცვა-კურთხევა მშვიდობისათვის ყოველდღიური ლოცვის გაძლიერებისა.

ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს უკრაინა და მთელი მსოფლიო.

ყოვლადწმინდა დედაღვთისამ თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს.