საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა (04.01.2022)

ა.წ. 4 იანვარს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბ-ნმა ირაკლი ღარიბაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა.

ბატონმა პრემიერმა აღნიშნა იმ ღვაწლის შესახებ, რაც 44 წლიანი პატრიარქობის პერიოდში მისმა უწმინდესობამ გასწია და მას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა, შობა-ახალი წელი მიულოცა და შემდგომი წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.