სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

დიდია ჩვენი გულისტკივილი ცნობილი არქიტექტორის, ძველი თბილისის აღდგენაში გამორჩეული წვლილის შემტანის, ბატონ შოთა ყავლაშვილის საქმის ღირსეული გამგრძელებლის, მუდამ მოფუსფუსე, ახალგაზრდების პროფესიონალურ აღზრდაში დაუღალავის, ბატონ გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა.

 

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

 

03.01.2022.