სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (21.12.2021)

ბატონ ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალების გამო

 

ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევართა რიგებს გამოაკლდა ჰუმანიტარულ სამყაროში აღიარებული მკვლევარი, ძველი ქართული ნათარგმნი და ორიგინალური მწერლობის შესანიშნავი სპეციალისტი, ქართულ-ბიზანტიური საეკლესიო მწერლობითი ურთიერთობის დიდი მცოდნე, გამორჩეული ტექსტოლოგი და პედაგოგი, ბატონი ენრიკო გაბიძაშვილი. 

მთელი ცხოვრება მან ჩვენი უმნიშვნელოვანესი წერილობითი  ძეგლების შესწავლას მიუძღვნა და როგორც ფუტკარივით დაუღალავი მუშაკი,  წარსდგა უფლის წინაშე.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ენრიკოს უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აკურთხოს მშვიდობით.