დიდად ვწუხვართ დეკანოზ ელგუჯა ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო.
იგი იმ იშვიათ სასულიერო პირთაგანია, რომელიც 70-იანი წლებიდან დაუახლოვდა ეკლესიას და აღარც განშორებია მას.
ის გამოირჩეოდა აქტიური ცხოვრებით, გულწრფელობით, თავისი სამწყსოსადმი სიყვარულითა და ერთგულებით.
აღვავლენთ ლოცვებს დეკანოზ ელგუჯას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მის ახლობლებსა და მრევლს მოანიჭოს მშვიდობა.