დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დღეს, 5 დეკემბერს, საპატრიარქოსთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით 05.12.2021

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დღეს, 5 დეკემბერს, საპატრიარქოსთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით:

"ვაქცინაციასთან დაკავშიებით საპატრიარქოს პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა წმინდა სინოდისა და საპატრიარქოს განცხადებებში.

დღეს საპატრიარქოსთან სრულიად შეუთანხმებლად ზვიად ტომარაძის გამართული აქცია, მოთხოვნით - "ვინმე მაინც შეგვხვდეს" - სრულიად გაუგებარია.

წინასწარი შეთანხმების გარეშე უფლებამოსილი პირის შეხვედრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ამ ვითარებაში შესაძლებელია წერილობით დატოვონ განსახილველად მათი წინადადება თუ თხოვნა.

შეხვედრას სჭირდება დაგეგმვა, მით უმეტეს, კვირას, საღამოს შეუთანხმებლად შეხვედრები არ იმართება".

05.12.2021