სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (08.12.2021)

ბატონ თამაზ ტყემალაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

ბატონი თამაზის გარდაცვალებამ დიდი გულისტკივილი გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. მას ყველა იცნობდა და პატივს სცემდა, პირველ რიგში, როგორც პატრიოტ პიროვნებას, რომელიც თავის თავში ქართველი კაცის საუკეთესო თვისებებს აერთიანებდა. იგი მუდამ ცდილობდა თავისი მრავალრიცხოვანი მსმენელი ეროვნული სულისკვეთების თანაზიარი გაეხადა, და მიუხედავად ჩვენი მძიმე დროისა, ამას აღწევდა კიდეც.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი თამაზის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აკურთხოს მშვიდობით.