სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (27.08.2021)

დიდად ვწუხვართ დეკანოზ აკაკი მეგრელიშვილის გარდაცვალების გამო.  მისი სახით ერთ-ერთი ღირსეული მოძღვარი გამოაკლდა  საქართველოს ეკლესიის სამღვდელო დასს. 

განსწავლული, მამობრივად მზრუნველი,  გულითადი ადამიანი, -   ასეთად ემახსოვრებათ  იგი სასულიერო პირებსა და სასულიერო აკადემიის პედაგოგებს, სტუდენტებსა და მრევლს,  ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. 

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხოვნოს იგი და სავანესა მართალთასა დააწესოს, ამინ!