დღეს, 2021 წლის 8 სექტემბერს, აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაცია, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და შეხვდა წმ. სინოდის წევრებსა და საქართრთველოს საპატრიარქოს თანამშრობლებს.
ვიზიტი აშშ-ს საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან:
1. ბატნ. ბრაიან ჯორჯ სტილი- აშშ-ს კონგრესის წევრი(ვისკონსინი)
2. ბატნ. კელი მაიკლ არმსტრონგი - აშშ-ს კონგრესის წევრი(ჩრდ. დაკოტა)
3. ბატნ. ალექს ქსავიერ მუნი - აშშ-ს კონგრესის წევრი(დასავლეთ ვირჯინია)
4. ბატნ. ენდრიუ სკალე - ამერიკა-საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია
5. ბატნ. კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია)
6. ბატნ. რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი)
7. საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგო-ში მელორ წიფურია
8. ბატნ. - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მხარეებმა ერთმანეთისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს და გამოთქვეს კმაყოფილება შეხვედრით და უშუალო ურთიერთობის დამყარებით.
კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს უწმინდესსა და უნეტარესს გულთბილი მიღებისათვის.