სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბ-ნ თამაზ ტყემალაძეს (21.07.2021)

ქართულ მწერლობაზე შეყვარებული, ალალი, მოსიყვარულე, კეთილი, მიამიტი, სამშობლოს ერთგული შვილი... ასეთად იცნობენ ბატონ თამაზ ტყემალაძეს ახლობლები, რომელთა რიცხვიც ძალზედ დიდია.
ვულოცავთ მას დაბადების საუბილეო თარიღს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და უფლის შეწევნას საქართველოს მსახურებისთვის.
ღმერთმა  დალოცოს ბატონი თამაზის ოჯახი.

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

21.07.2021