ეკლესიათა მეთაურების მიმოწერა ბ-ნ ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით


N 01/3485
13.07.2021.

(თარგმანი)

მისი უწმინდესობასა და უნეტარესობას, 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ღვთივ საყვარელო ძმაო, 
მივიღე 2021 წლის 24 ივნისით დათარიღებულ თქვენი თხოვნის წერილი   საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის შუამდგომლობის თაობაზე, რომელიც სასჯელს იხდის  სამხრეთ ოსეთში.

ზ. გახელაძის დაჭერის ცნობილი გარემოების და მისთვის წაყენებული ბრალდების გამო, რომლითაც იგია გასამართლებული (მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფა), საქმე ნამდვილად არ არის ადვილად გადასაწყვეტი.

მიუხედავად ამისა, ჩემის მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის; მათ შორის სათანადო მიმართვაც გაიგზავნა ბატონ ა.ი. ბიბილოვთან.

გვაქვს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც შეამსუბუქებს დაკავებულის ხვედრს და ახლობლების მწუხარებას.

ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელად ყოფნის სურვილით.

                  
                     კირილე
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

 

 

 

 

N89

19.07.2021წ.

(თარგმანი)

მის უწმინდესობას, კირილეს,

 მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

 

თქვენო  უწმინდესობავ,

ქრისტესმიერი სიყვარულით პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.

გვინდა გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც იღვაწა ზაზა გახელაძის  გათავისუფლებისთვის, რაც არ იყო მარტივი საკითხი; მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და იგი უკვე 14 ივლისიდან ოჯახს  დაუბრუნდა.

ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში. 

დაე, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა შეეწიოს  ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს, ამინ.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით

 

 ილია II

სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი


 


კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2021 ყველა უფლება დაცულია