შეხვედრა ლიეტუვის პრეზიდენტთან სიონის საკათედრო ტაძარში (11.06.2021)

ა.წ.11 ივნისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალლციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) და სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის  პრეზიდენტს, ბ-ნ გიტანას ნაუსედას, მის მეუღლეს და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლეს.

მხარეთა მიერ გამოითქვა სურვილი და მზაობა კიდევ უფრო დაახლოებისა და ურთიერთობის გაღრმავებისა. 

შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით ლიეტუვის პრეზიდენტს საჩუქარი გადასცა.