სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (14.06.2020)

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის ყოველთა წმიდათა დღესასწაული. საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა. წმინდა სამება აძლევდა მადლსა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანაა, მადლი უხვად ეფინება საქართველოს.

როცა მე ვიყავი ბათუმში მოძღვარი, ჩვენებით ვნახე ჩემი ძმა, გარდაცვლილი და მე ვეკითხები მას: თეიმურაზ, ლოცულობ ჩემთვის? ვლოცულობო და მიჩვენა საქართველოს დიდებაზე. ეს ხალხიო, ეს ეზოო, ყველა ლოცულობს შენთვისო. საქართველოს დიდების ხატი ძლიერი ხატია. ამიტომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს იგი და დიდ დახმარებას მიიღებთ თქვენ და საქართველო.

დღეს არის ყოველთა წმინდათა დღესასწაული. ვინ არიან წმინდანნი? წმინდანი არასოდეს არის კმაყოფილი დღევანდელი დღით, არსებული მდგომარეობით. იგი ცდილობს, დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და სულიერ კიბეზე ადის. მე ვისურვებ, რომ ჩვენ ყველანი ავიდეთ სულიერ კიბეზე. მრავალი მაგალითი არის ჩვენს წინაშე. მაგალითად, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა ნიკოლოზი ეხმარება არაქრისტიანებსაც, ყველას ეხმარება და წმინდა ნიკოლოზს უწოდებენ „მსწრაფლ დამხმარეს“ და „სასწაულთმოქმედს“. მე პირადად არაერთხელ მიმიღია დახმარება წმინდა ნიკოლოზისა. წმინდა ნიკოლოზი, წმინდა გიორგი, წმინდა ნინო და ყოველნი წმინდანნი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს! ჩვენთან არს ღმერთი! იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამღვდელოება თავდადებული სამღვდელოებაა, მოღვაწეობენ, რაც შეუძლიათ და მე დიდად ვაფასებ მათ შრომას. ეხლა მოისმინეთ დაჯილდოებულთა სია: 

 იღუმენი ამბროსი (მაისურაძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში. აქსიოს!

დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი გიორგი სამსონიძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი დავით კუჭავა დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი დავით სუთიძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი ონისე გოგიშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი ვახტანგი გოგოლაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი პანტელეიმონი წულაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი მიქაელი არეშიძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

დღეს ვლოცავთ მაკარიძეების გვარს. დალოცვილები იყავით, გაიხარეთ, გამრავლდით. მშვიდობა, წყალობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენს გვარში სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ!

დღეს არის იარკლი ანდრიაძის დაბადების დღე, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ტაძრის მშენებლობას. თქვენ კარგად გახსოვთ მისი სიკეთე, მისი თავდადებული მოღვაწეობა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ამინ!