საქართველოს საპატრიარქომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტთან ერთად მორიგი ღონისძიება განახორციელა

ა.წ. 5 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოსა” და სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ერთობლივი ღონისძიება, რომლის ფარგლებში N8 დაწესებულების ეზო გამწვანდა. მსჯავრდებულებმა 150 სხვადასხვა ჯიშის მარადმწვანე მცენარე დარგეს. 

ამ დღესვე საქართველოს საპატრიარქოს სასწავლებლის პროფესორმა, ქ-ნმა ლალი გოგინავამ დაწესებულებაში მყოფთათვის ჩაატარა ტრენინგი მცენარეების მოვლა-გამრავლებისა და სოფლის მეურნეობის პროექტებში ჩართვის  შესახებ. მსჯავრდებულებს ასევე გადაეცათ შესაბამისი ბუკლეტები და ლიტერატურა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქო და სპეციალური პენიტენციური სამსახური მსგავს ღობისძიებებს აქტიურად ატარებენ. პატიმრებთან შედიან სასულიერო პირები, ესაუბრებიან მათთვის საჭირო საკითხებზე, ასევე მათთვის ეწყობა კულტურული ღონისძიებები. ეს კი ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას, მათი ცნობიერების ამაღლებას და მომავალი ცხოვრების უკეთ დაგეგმვას.