17 მაისი აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანების და ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეა

ა.წ. 17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანების და ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის” ორგანიზებით მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებამ დედაქალაქის ქუჩები აკურთხა და მოსახლეობა დალოცა.