59-ე საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში



ა.წ. 14 ივლისს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 59-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 560 ბავშვი გახდა.
დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 39000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.