სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ა.წ. 2 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ევროკავშირის ახლადდანიშნული ელჩი, ბატონი კარლ ჰარცელი მიიღო. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. საუბარი შეეხო ოჯახის თემას და ევროპასა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს.
მისმა უწმინდესობამ ელჩს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.