სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნათია თოდუა ესტუმრა

ა.წ. 2 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გერმანიის ხმა _ ნათია თოდუა და მისი ოჯახის წევრები მიიღო.
ნათიამ, რომელიც გალიდანაა წარმოშობით, აფხაზეთზე დაწერილ დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას ლექსზე შექმნილი სიმღერა შეასრულა.
მისმა უწმინდესობამ ახალგაზრდა ქართველ მომღერალს დიდი გამარჯვება მიულოცა, დალოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.