ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის განახლებულ შენობაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ა.წ. 24 სექტემბერს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის განახლებულ გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ყოვლადუსამღვდელოესმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) გახსნა გიმნაზიის განახლებული შენობა და სარემონტო სამუშაოებში გაწეული თანადგომისთვის დიდი მადლობა გადაუხადა ბატონ ირაკლი ებანოიძეს, ბატონ გოჩა ბუაჩიძეს, ბატონ დავით ლაცაბიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდებულ საქმეში. მან მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და პირველკლასელებს საჩუქრად სასწავლო ნივთები გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდა ხარაგაულის მერი, ბატონი ნიკოლოზ თოფურიძე.