სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (27.09.2018)

ჩვენთან არს ღმერთი
დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ გავიდა 25 წელი სოხუმის დაცემიდან. დაცემას მოსდევს ამაღლება, ასე რომ ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის. ჩვენ ვიცით ის, რომ ღვთის წყალობა ჩვენზეა. ეხლა შევასრულებთ პანაშვიდს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც შეეწირნენ ამ ომს.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს საუკუნითგან გარდაცვალებულნი ჩვენი წინაპრები, აფხაზეთის ომში მოწყვეტილნი, სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი