წმ. სამების საკათედრო ტაძარში 55-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

ა.წ. 25 სექტემბერს წმ. სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 55-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 550-ზე მეტი ბავშვი გახდა.
დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 36600-ზე მეტი ნათლული ჰყავს.
ჩვენთან არს ღმერთი
გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, _ ნათლისღებას ჩვენი შვილების.
ღმერთმა დალოცოს ჩემი ნათლულები, მათი მშობლები, მათი და-ძმანი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ჩემი ნათლულების სახელზე მშობლებმა დარგოთ 3 ნაძვი მთელი ცხოვრების განმავლობაში. რომ გაიზრდებიან ჩემი ნათლულები, ისინი თვითონ დარგავენ ამ ნაძვებს, მაგრამ სანამ პატარები არიან, მშობლებმა უნდა დარგონ ყოველ წელიწადს 3 ნაძვი წმინდა სამების სახელზე.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.
ჩვენთან არს ღმერთი.