ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს დატოვებს

ა.წ. 26 სექტემბერს, საღამოს ლოცვაზე და 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, წმ. ქეთევანის წმინდა ნაწილები დაბრძანებული იქნება წმ. სამების საკათედრო ტაძარში, საიდანაც 14:00 საათზე სიწმინდე გადაბრძანდება მუზეუმში, შემდეგ კი ინდოეთში დაბრუნდება.
მორწმუნეთ ექნებათ შესაძლებლობა სამების საკათედრო ტაძარში კიდევ ერთხელ მიეახლონ წმ. დედოფლის წმინდა ნაწილებს და სთხოვონ ლოცვა-კურთხევა.
წირვის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს და წმ. დედოფალს, წმინდათა დასს, დედა ღვთისმშობელსა და უფალს შეავედრებს საქართველოს მთლიანობასა და კეთილდღეობას.
შევნიშნავთ, რომ 27 სექტემბერს სრულდება 25 წელი აფხაზეთის ოკუპაციიდან.