ა.წ. 12 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ფუად მურადოვს და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა.
მიღებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში, ბატონი დურსუნ გასანოვი, SOCAR Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი, ბატონი მახირ მამედოვი და სხვა პირები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ კავშირს და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივას. სამაგალითოდ შეფასდა საქართველოში აზერბაიჯანელებისა და ქართველების მშვიდობიანი თანაცხოვრება და ხაზი გაესვა მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და დამსახურებას ამაში.
მეუფე ანდრიამ მადლიერებით აღნიშნა კომპანია SOCAR-ის ქველმოქმედების შესახებ, რაც საშუალებას აძლევს როგორც ჩვენს ეკლესია-მონასტრებს, ისე სხვა აღმსარებლობის ცენტრებს ზამთრის პერიოდში გაზის უფასოდ მოხმარებისა. აღინიშნა იმ პრობლემების შესახებაც, რასაც ადგილი აქვს დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილზე მესაზღვრეებთან ურთიერთობისას და კახის რაიონში მცხოვრები ქრისტიანების მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მისმა უწმინდესობამ გამოთქვა იმედი, რომ ეს საკითხები სასიკეთოდ გადაწყდება და აზერბაიჯანი და საქართველო კეთილი მეზობლები და მეგობრები იყვნენ და იქნებიან. დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ისინი ამ თემებს სამთავრობო დონეზე განიხილავენ და ვითარებას გაითვალისწინებენ.
ბატონმა ფუად მურადოვმა მის უწმინდესობას აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ბატონ ილჰამ ალიევისა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერი ლიდერის, შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მოკითხვა გადასცა. თავის მხრივ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენა აზერბაიჯინის პრეზიდენტთან და სულიერ ლიდერთან გამართული შეხვედრები.