სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი მიიღო

ა.წ. 11 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში ვიზიტით მყოფი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ქ-ნი ცვეტა კარაიანჩევა, საქართველოში ბულგარეთის ელჩი ქ-ნი დესისლოვა ივანოვა, ბულგარეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდიმარე ქ-ნი კრისტია სიდოროვა და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბულგარეთსა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას და გამოითქვა სურვილი და მზაობა ორი ერის კიდევ უფრო მეტად დაახლოებისა.
მისმა უწმინდესობამ სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.