სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ესტუმრა
ა.წ. 10 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ოჯახის წევრებთან ერთად მიიღო. მისმა უწმინდესობამ ქართველ სპორტსმენს ოძეკის წოდების მიღება მიულოცა, დალოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა მას.