სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (03.06.2018)

ჩვენთან არს ღმერთი
დღეს არის ყოველთა წმინდათა დღესასწაული, ამასთან ერთად არის ხსენება ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატე ცინცაძის; ასევე კონსტანტინესა და ელენეს დღე.
დღეს ყოველი ჩვენგანის ანგელოზის დღეა, და ამასთან დაკავშირებით, ჩვენი წინაპრების მოსახსენებლად ჩატარდება პანაშვიდი, რომელსაც ახლა შევასრულებთ.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს და განუსვენოს სულთა მიცვალებულთა ყოველთა ჩვენთა წინაპართა სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ამინ. (ასევე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სულნი.)
დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს: ბიჭიკაშვილებს, მალანიებს, ბახუტაშვილებს და მოთიაშვილებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ, სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ!
ბედნიერი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა თქვენ და საქართველო.