სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბაგრატიონთა შთამომავლებსა და სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრებს შეხვდა

ა.წ. 1 და 2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბაგრატიონთა გვარის, სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრებსა და მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა. მათი ჩამოსვლა უკავშირდება იოანე და ქრისტინე ბაგრატიონების ჯვრისწერას, რომელიც კვირას, 3 ივნისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგება.
მისმა უწმინდესობამ და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), მიულოცეს ბატონ იოანესა და ქალბატონ ქრისტინეს ეს დღე და ღვთის მფარველობა და ბედნიერება უსურვეს.