ა.წ. 26 მაისს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით სოფელ ნიქოზში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ნიქოზის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მეუფე ისაიამ გალობის უნივერსიტეტის რექტორ, არქიმანდრიტ იოანესთან (კიკვაძე) და ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საეპისკოპოსო რეზიდენციაში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ფონდ „ქართული გალობის“ სოფელ ნიქოზისა და კალაურის ბავშვთა გუნდებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნოტრ დამის (ინდიანა, აშშ) უნივერსიტეტის საეკლესიო მუსიკოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტები, რომლებიც ელის მარტინის სახელობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გალობის უნივერსიტეტში ქართულ გალობა-სიმღერას შეისწავლიან.