სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართება

პარასკევს, 30 მარტს, 16:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა თემაზე: „სოციალური ქსელის მავნე ზეგავლენა არასრულწლოვნებში”.
შეხვედრაზე მოწვეული არიან ხელისუფლების, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.