შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან

ა.წ. 5 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს პარლამენტის წევრები შეხვდნენ. დეპუტატებმა მის უწმინდესობას აღსაყდრების 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილე მიულოცეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობის დღესასწაული მიულოცა.