დახმარება სოციალურად დაუცველებს

ა.წ. 16 დეკემბერს, დმანისისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზენონის კურთხევით, ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის არქიმანდრიტ დოროთესა (ბარბაქაძე) და ქართველი მრევლისაგან დახმარება გაეწიათ ხურვალეთის მოხუცებულთა თავშესაფარს ,,სახლი საზღვრებს გარეშე”.
ამ თავშესაფარს ასევე აღმოუჩინა დახმარება ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი).