სამების საკათედრო ტაძარში 51-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

ა.წ. 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რიგით 51-ე საყოველთაო ნათლობა ჩაატარა.
მისი უწმინდესობა და უნეტარესობა 600-ზე მეტი ბავშვის ნათლია გახდა.
დღესდღეობით პატრიარქს 34000-მდე ნათლული ჰყავს.
ამავე დღეს კათოლიკოს-პატრიარქი აჭარის 30-ზე მეტი მკვიდრის ნათლიაც გახდა.