2017 წლის 8-12 აგვისტოს შვეიცარიის ქ. ნეუშატელში გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – BUSKERS FESTIVAL, NEUCHÂTEL, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ჟანრისა და მიმდინარეობის 15 ანსამბლი. ფესტივალზე საქართველოდან წარმოდგენილი იქნებასაპატრიარქოს გალობის უნივერსიტეტის სტუდეტური გუნდი.
გალობის უნივერსიტეტი ფუნქციონირებს 2006 წლიდან და დაარსებულია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ. იგი სპეციალიზებულია ქართული საეკლესიო გალობის რეგენტებისა და ხალხური სიმღერის ლოტბარების აღზრდაზე. კურსდამთავრებული რეგენტები და ლოტბარები წარმატებით მუშაობენ საქართველოს სხვადასხა რეგიონებში.