თბილისში სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთათვის სარეაბილიტაციო ცენტრი შენდება

ა.წ. 28 ივლისს, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისში, სოფელ დიღმის ტერიტორიაზე, საფუძველი ჩაეყარა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას, რომელიც „ბერი ანდრიას ფონდის“ ინიციატივით განხორციელდება.
ეს არის უდიდესი საქველმოქმედო საქმე, რომლის თანამონაწილეც, სასურველია, მრავალი ადამიანი და ორგანიზაცია გახდეს.