კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე (12.07.2017)

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
ჩვენთან არს ღმერთი
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს _ პეტრე-პავლობას. ეს მოციქულნი არიან განსაკუთრებული ღვაწლის მქონენი, ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, რომელნიც ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულნენ.
დაე, იყვნენ ისინი შემწენი და კეთილისმყოფელნი ჩვენი ეკლესიისა და ერისა, ჩვენი მთავრობისა და მხედრობისა. მათი ლოცვა-კურთხევა არ მოგაკლდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.
სვეტიცხოველში ათორმეტი მოციქულის და სვეტიცხოვლობის ლოცვა დღეს დაიწყება 7 საათზე, ხვალ კი წირვა, _ 10 საათზე.
დეკანოზი დავითი ნოზაძე საქართველოს ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.
ჩვენთან არს ღმერთი.