კათოლიკოს-პატრიარქი აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა

ა.წ. 11 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩები. საუბარი შეეხო საქართველოს დარღვეულ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ითქვა იმ გზებსა და საშუალებებზე, რაც ამ პრობლემის მოგვარების საშუალებად შეიძლება იქცეს.
ელჩებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი და ხაზი გაუსვეს ეკლესიის ავტორიტეტსა და მნიშვნელობას საზოგადოებისათვის.