3 თებერვალი – წმინდა პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ხსენება

ა.წ. 3 თებერვალს პირველად აღინიშნება კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ხსენება. 2016 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე სხვებთან ერთად წმიდათა დასში შეირაცხა უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე(ცინცაძე) და ეწოდა წმინდა პატრიარქი. ხსენების დღედ დადგინდა მისი გარდაცვალების დღე, _ 3 თებერვალი.
წმინდა კალისტრატე 1932-52 წლებში წინამძღვრობდა საქართველოს ეკლესიას. მას ურთულეს პერიოდში მოუხდა მამამთავრობის უმძიმესი ჯვრის ტვირთვა. უფლის მადლითა და წყალობით იგი, როგორც მამათმთავარი, ოციწლის მანძილზე ერთგულად და თავდაუზოგავად ემსახურა მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს.
გილოცავთ წმინდა პატრიარქ კალისტრატეს ხსენებას, მისი ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს.