მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მიმართვა მართლმადიდებელი ერისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების
მ ი მ ა რ თ ვ ა
მართლმადიდებელი ერისა
და ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი
ვაქებთ და ვმადლობთ „ყოვლის ნუგეშინისმცემელსა და მწყალობელ“ უფალს, რადგან ღირსგვყო შევკრებილიყავით სულთმოფენობის კვირაში (2016 წლის 18-26 ივნისს) კრეტაზე, სადაც მოციქული პავლე და მისი მოწაფე, მოციქული ტიტე ეკლესიის ცხოვრების პირველ წლებში სახარებას ქადაგებდნენ. ვმადლობთ სამპიროვან ღმერთს, რამეთუ კეთილინება ერთსულოვნებით დაგვესრულებინა მუშაობა მართლმადიდებლობის წმინდა და დიდი კრებისა, რომელიც მოიწვია მსოფლიო პატრიარქმა – ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა ადგილობრივი ავტოკეფალიური ეკლესიების მეთაურებთან შეთანხმებით.
მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა სარწმუნო მაგალითების კვალობაზე, კვლავ ჩავუღრმავდით თავისუფლების სახარებას: „თავისუფლებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუათავისუფლა“ (გალ. 5,1). ჩვენი საღვთისმტყველო კვლევის საფუძველი იყო რწმენა იმისა, რომ ეკლესია თავისთვის კი არ ცოცხლობს, არამედ მადლისა და ჭეშმარიტების სახარების მოწმობას გადასცემს და უგზავნის მთელ მსოფლიოს საღვთო ძღვენს: სიყვარულს, მშვიდობას, სამართლიანობას, შემრიგებლობას, ჯვრისა და აღდგომის ძალას და მარადიულობის მოლოდინს.
1. წმინდა და დიდი კრების მთავარი პრიორიტეტი იყო, წმინდა ევქარისტიასა და ეპისკოპოსობის სამოციქულო მემკვიდრეობაზე დაყრდნობილი, მართლმადიდებელი ეკლესიების ერთიანობის განცხადება. არსებული ერთობა უნდა გაძლიერდეს და ახალი ნაყოფი გამოიღოს. ერთი, წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია ღმერთკაცებრივი საზოგადოებაა, ჟამთა აღსასრულის განმცდელი საღვთო ევქარისტიაში. როგორც ერთი, მუდმივად გაგრძელებული სულთმოფენობა, ის არის სიყვარულის ღმერთის სასუფევლის არსებობის და მოწმობის დაუდუმებელი წინასწარმეტყველური ხმა.
ერთგული ერთხმა სამოციქულო გარდამოცემისა და საიდუმლოებების გამოცდილების მქონე, მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ერთი, წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის გზის ნამდვილ გამგრძელებელს, როგორც აღიარებულია მრწამსში და დასტურდება ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებებში. ჩვენი ეკლესია განიცდის საღვთო იკონომიის საიდუმლოს, მისი სიცოცხლის საიდუმლოებებით, რომლის ეპიცენტრია საღვთო ევქარისტია.
მართლმადიდებლური ეკლესია თავის ერთობასა და საყოველთაოობას გამოხატავს კრებით. კრებითობა ორგანიზებულობის სულის შთაბერვაა, მეთოდი, რომლითაც მიიღება გადაწყვეტილებები და განისაზღვრება მათი მსვლელობა.
მართლმადიდებლური ავტოკეფალიური ეკლესიები არ წარმოადგენენ საეკლესიო გაერთიანებებს, არამედ ერთ, წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას. თითოეული ადგილობრივი ეკლესია, შემწირველი წმინდა ევქარისტიისა, მოცემულ ადგილზე მყოფობა და განცხადებაა ერთი, წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიისა.
რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლურ დიასპორებს, გადაწყდა, რომ გაგრძელდეს ეპისკოპოსთა შეკრებების მუშაობა, ვიდრე შესაძლებელი იქნება კანონიკური აკრიბიის გამოყენება. ამ გართიანებებში შედიან კანონიერი ეპისკოპოსები, რომლებიც ინიშნებიან თითოეული ავტოკეფალიური ეკლესიისაგან, რომლებიც მათ მისდევენ და მათვე ემორჩიელებიან. ეპისკოპოსთა შეკრებების შეთანხმებული მოქმდება უზრუნველყოფს მართლმადიდებელი კრებითობის პრინციპს.
დიდი და წმინდა კრების მუშაობისას ხაზგასმულად აღინიშნა ეკლესიის მეთაურთა შეკრებების მნიშვნელობა, რომელებიც უკვე შედგა, და მიღებულ იქნა შემოთავაზება – დიდი და წმინდა კრება დაწესდეს, როგორც კვლავ გამეორებადი ინსტუტიტი.2.ვმონაწილეობთ რა საღვთო ევქარისტიაში, რომლის დროსაც ვევედრებით მთელი მსოფლიოსთვისაც, მოვალენი ვართ ჩვენი მსახურება საღვთო წირვის შემდეგაც გავაგრძელოთ და შორიელთა და მახლობელთ რწმენის მოწმობა მივცეთ თანახმად უფლისაგან, მის ამაღლებამდე, ნათლად განჩინებული მცნებისა: „და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“ (საქმე 1.8).
უფლის ერის რეევანგელიზაცია თანამედროვე სეკულარულ საზოგადოებებში და იმათი ევანგელიზაცია, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუცვნია ქრისტე, წრმოადგებს ეკლესიის უწყვეტ ვალდებულებას.3. ჩვენი ეკლესია, პაუხობს რა თავის ვალდებულებას დაამოწმოს ჭეშმარიტება და სამოციქულო რწმენა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დიალოგებს, განსაკუთრებით, სხვაგვარადმადიდებელ (ჰეტეროდოქს) ქრისტიანებთან. ამ საშუალებით დანარჩენი ქრისტიანული სამყარო მაქსიმსლურად ზუსტად შეიცნობს მართლმადიდებლური გარდამოცემის ნამდვილობას, წმინდა მამათა სწავლების ღირებულებას, ლიტურგიულ გამოცდილებასა და მართლმადიდებელთა რწმენას. დიალოგები, რომლებსაც მართლმადიდებელი ეკლესია აწარმოებს, სარწმუნოების საკითხებში თანხმობას არასოდეს მოიაზრებს.4. ფუნდამენტალიზმის აფეთქებები, რომლებიც სხვადასხვა რელიგიის წიაღში შეინიშნება, წარმოადგენს ავადმყოფური რელიგიურობის გამოვლინებას. ჯანსაღ რელიაგიათაშორის დიალოგს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ურთიერთნდობის, მშივიდობისა და შემრიგებლობის გაუმჯობესებაში. რელიგიური ცხოვრების ზეთი გამოყენებულ უნდა იქნას ჭრილობათა შესახორცებლად და არა საომარი კონფლიქტების გასაღვივებლად. მართლმადიდებლი ეკლესია მკაცრად გმობს სამხედრო ძალადობას, ექსპანსიას, დევნას, განდევნასა და რელიგიურ თემთა წევრების მკვლელობას, რელიგიური მრწამსის შეცვლის იძულებას, ლტოლვილებით ვაჭრობას, გატაცებას, წამებას და საზარელ სასიკვდილო სასჯელს. გმობს ეკლესიების ნგრევას, რელიგიური სიმბოლოებისა და კულტურული ძეგლების განადგურებას. აღშფოთებას გამოთქვამს, განსაკუთრებით, ქრისტიანთა და ყველა დევნილი უმცირესობის მდგომარეობის გამო ახლო აღმოსავლეთში და სხვაგანაც. მოწოდებით მიმართავს მსოფლიო თანამეგობრობას, დაიცვას ადგილობრივი და სხვა ქრისტიანები და რეგიონის სხვა მოსახლეობაც, რომელთაც სრული უფლება აქვთ დარჩნენ საკუთარ სამშობლოში თანასწორუფლებიან მოქალაქეებად. ჩვენი კრება ყველა მხარეს მოუწოდებს, დაუყონებლივ მიმართონ ეფექტურ ზომებს ახლო აღმოსავლეთში, სადაც სამხედრო შეტაკებები გრძელდება,საომარი კონფლიქტების ჩასაქრობად, და დევნილები სამშობლოში დაბრუნდნენ.
მივმართავთ ძლიერთა ამა ქვეყნისათა მშვიდობისა და სამართლიანობის დაცვისათვის იმ ქვეყნებში, საიდანაც მოდიან ლტოლვილები. მოვუწოდებთ სახელმწიფოს მეთაურებს, მოქალაქეებს და მართლმადიდებელ ქრისტიანებს ქვეყნებში, სადაც თავს აფარებენ ტანჯული დევნილები, გააგრძელონ მათი დახმარება როგორც ზედმეტი შემოსავლიდან, ისე უკანასკნელი საშუალებიდან შესაძლებლობის ფარგლებში.5. თანამედროვე სეკულარიზაცია მიზნად ისახვს ადამიანის განცალკევებას ქრისტესაგან და ეკლესიის სულიერი გავლენისგან, რასაც თვითნებურად აიგივებს კონსერვატიზმთან. თუმცა, დასავლური ცივილიზაცია ატარებს ქრისტიანობის მარადიულობის წარუშლელ ბეჭედს. მეტიც, ეკლესიამ წარმოაჩინა ღმერთკაცისა და მისი სხეულის მაცხოვნებელი მნიშვნელობა, როგორც თავისუფალი ცხოვრების ადგილი და საშუალება.6. თანამედროვე დამოკიდებულებით, მათლმადიდებელი ეკლესია ქორწინებას მიიჩნევს, როგორც კაცისა და ქალის სიყვარულის ურღვევ კავშირს: „საიდუმლო ესე დიდ არს . . . ქრისტესა და ეკლესიისათვის“ (ეფეს. 5,32). მსგავსადვე, ოჯახს „მცირე ეკლესიას“ უწოდებს, რომელიც, გამომდინარე ქორწინებიდან, წარმოადგენს ერთადერთ გარანტს ბავშვების აღზრდისათვის.
ეკლესია მუდმივად აღნიშნავს თაშეკავების ღირებულებას. ქრისტიანული ასკეტიზმი ძირეულად განსხვავდება ყველა სახის დუალისტური ასკეტიზმისაგან, რომლებიც მოკვეთს ადამიანს ცხოვრებას, ან მოძმეს. პირიქით, იგი მას იკავშირებს ეკლესიის საიდუმლოებრვი სიცოცხლით. თავშეკავება არ განეკუთვნება მხოლოდ სამონაზვნო ცხოვრების სფეროს, ასკეტური ზნე დამახასიათებელია ქრისტიანული ცხოვრების ყოველნაირი გამოვლინებისათვის.
**
წმინდა და დიდი კრება იმ კონკრეტული თემების გარდა, რომლებზეც გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, მოკლედ აღნიშნავს შემდეგ ონტოლოგიურ და თანამედროვეობისათვის მწვავე საკითხებს:
7. რაც შეეხება ქრიტიანული რწმენის დამოკიდებულებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან, მართმადიდებელი ეკლესია ირიდებს სამეცნიერო ძიებების საზრუნავს და არ განიხილავს თითოეულ სამეცნიერო საკითხს. მადლობს უფლს, რომელიც ანიჭებს მეცნიერებს უნარს, აღმოაჩინონ ღვთის შემოქმედების უცნობი შრეები. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე განვითარება ჩვენ ცხოვრებაში ძირეულ ცვლილებებს იწვევს. მოაქვს მნიშვნელოვანი სარგებელი, როგორიცაა ჩვენი ყოველდღიური ყოფის გამარტივება, მძიმე დაავადებებთან გამკლავება, იოლად მოსახერხებელი ადამიანური კომუნიკაცია, კოსმოსის კვლევა და ა.შ. მიუხედავად ყველაფერ ამისა, აქვს მრავალგვარი უარყოფითი შედეგიც; ესენია: თავისუფლების ხელყოფა-მანიპულირება, ფასეული ტრადიციების თანდათონობითი მოშლა, ბუნებრივი გარემოს განადგურება, მორალური ღირებულებების ეჭვქვეშ დაყენება. მეცნიერული ცოდნა, რამდენად სწრაფადაც არ უნდა ვითარდებოდეს, არ აღძრავს ადამიანის ნებას, არც პასუხს იძლევა სერიოზულ ეთიკურ და ეგზისტენციალურ პრობლემებზე ცხოვრებისა და სამყაროს საზრისის ძიებისას. ასეთ საკითხებს სულიერი მიდგომა ესაჭიროება, რასაც ეკლესია სთავაზობს ბიოთიკით, რაც ეფუძნება ქრისტიანულ ეთიკასა და მამათა სწავლებებს. იმავდრულად, სამეცნიერო კვლევების თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მართლმადიდებელი ეკლესია მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რომლებიც იმალება ზოგიერთ სამეცნიერო აღმოჩენაში და ყურადღებას ამახვილებს ადამიანის ღირსებასა და მის საღვთო დანიშნულებაზე.
8. ცხადია, დღევანდელი ეკოლოგიური კრიზისი სულიერი და ეთიკური მიზეზების შედეგია. მისი ფესვები ამოზრდილია სიხარბის, სიძუნწისა და ეგოიზმის საფუძველზე, რასაც ბუნებრივი რესურსების არარაციონალურ გამოყენებამდე, ატმოსფეროს მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისა და კლიმატური ცვლილებებისაკენ მივყავართ. ამ პრობლემისათვის წინააღმდეგობის გაწევა, ქრისტიანული თვალსაზრისით, მოითხოვს ბოროტად გამოყენების მონანიებას, თავშეკავებასა და ასკეტურ ზნეს, რომელიც ზღვარგადასული მოხმარების სანაცვლოს წარმოადგენს და თან, ამავდროულად, ადამიანში ავითარებს იმ შეგნებას, რომ ის შემოქმედების „მნეა“ და არა მფლობელი. ეკლესია არ ცხრება აღნიშნოს, რომ მომავალ თაობებსაც უფლება აქვთ ბუნების სიკეთეზე, რომელიც შემოქმედმა ჩვენ გვანდო. ამის გამო მართლმადიდებელი ეკლესიაც აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ეკოლოგიური საკითხის მოგვარების საერთაშორისო ღონისძიებებში და 1 სექტემბერი გამოაცხადა ლოცვის დღედ ბუნებრივი გარემოს დასაცავად.
9. ნიველირებისა და უპიროვნო ჰომოგენიზაციის საპირწონედ, რომელსაც ხელი ეწყობა მრავალნაირი საშუალებით, მართლმადიდებლობა ქადაგებს ადამიანებისა და ერების თვითმყოფადობას. წინააღმდეგია ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებებისაგან ეკონომიკის დამოუკიდებლობის და მისი თვითმიზნად გადაქცევის. ადამიანური მოდგმის განვითარება არ უკავშირდება მხოლოდ საყოფაცხოვრებო დონის ამაღლებას, ან ეკონომიკის განვითარებას სულიერი ფასეულობების საზიანოდ.
10. მართლმადიდებლური ეკლესია არ ერევა პოლიტიკაში. მისი სიტყვა დიაკრიტიკულია (განმრჩევი), თუმცა წინასწარმეტყველურიც, როგორც ჯეროვანი ჩარევა ადამიანის სასარგებლოდ. ადამიანის უფლებები ამჟამად არის პოლიტიკის ყურადღების ცენტრში, როგორც პასუხი თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისებსა და გადატრიალებებზე, ისახავს რა მიზნად მოქალაქეთა დაცვას სახელმწიფოს თვითნებობისაგან. ჩვენი ეკლესია, ასევე, აფასებს მოქალაქეთა მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს და პოლიტიკოსებისა და მოქალაქეთა გამუდმებული თვითკრიტიკის აუცილებლობას საზოგადოების არსობრივი გაუმჯობესებისათვის. ძირითადად, ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მართლმადიდებლური იდეალი ადამიანის შესახებ სცილდება ადამიანური უფლებების დადგენილ ზღვარს და რომ „ყოველთა უფროისი“ სიყვარულია, როგორც ეს ქრისტემ გამოგვიცხადა და როგორც ცხოვრობდნენ ისინი, რომლებიც მას ერთგულად მისდევდნენ; ამასთან, დაჟინებით მიუთითებს, რომ ფუნდამენტური უფლებაა რელიგიური თავისუფლების დაცვაც ანუ სინდისის, რწმენის, თაყვანისცემისა და ყველა ინდივიდუალური და კოლექტიური გამოხატვის თავისუფლება, რაც მოიცავს ყოველი მორწმუნისა და ყოველი რელიგიური გაერთიანების უფლებებსაც, ყოველგვარი სახელმწიფო ჩარევისაგან თავისუფლებმა აღასრულონ საკუთარი რელიგიური მოვალეობანი ისევე, როგორც უფლება, საჯაროდ ასწავლონ რელიგია.
11. მართლმადიდებელი ეკლესია მიმართავს ახალგაზრდობას, რომელიც ეძებს თავისუფლებით, სამართლით, შემოქმედებითობითა და, ასევე, სიყვარულით აღსავსე სრულყოფილ ცხოვრებას; მოუწოდებს მათ, გააზრებულად შემოუერთდეს იმ ეკლესიას, სადაც არის ჭეშმარიტება და სიცოცხლე; რომ მოსულებმა ეკლესიის სხეულს გაუზიარონ თავიანთი სიცოცხლე-მგზნებარება, წუხილი, თავიანთი პრობლემები და მოლოდინიც. ახალგაზრდობა წარმოადგენს არა უბრალოდ ეკლესიის მომავალს, არამედ მის ენერგიულ და შემოქმედებით აწმყოს, ადგილობრივ თუ მსოფლიო დონეზე.
12.წმინდა და დიდმა კრებამ გახსნა ჩვენი ჰორიზონტი თანამედროვე მრავალფეროვან მსოფლიოში. გამოკვეთა დროსა და სივრცეში ჩვენი პასუხისმგებლობა მარადიულობის პერსპექტივაში. მართლმადიდებელი ეკლესია, იცავს რა ხელშეუხებლად თავის საიდულოებით და სოტერიოლოგიურ ხასიათს, ფაქიზად განიცდის ერების ტკივილს, შფოთვას და მოწოდებას სამართლიანობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. იგი ახარებს: „უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა, ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა“ (ფს. 95.2-3).
ვილოცოთ, რომ „ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან გიხმოთ თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, მცირედ-ღა თუ გევნოთ, მანვე განგამტკიცენინ თქუენ, დაგამტკიცენინ, განგაძლიერენინ და დაგამყარენინ. მისა დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამენ“ (1 პეტრე 5.10-11).
† ბართლომე კონსტანტინოპოლელი, თავმჯდომარე
† თეოდორე ალექსანრდიელი
† თეოფილე იერუსალიმელი
† ირინეი სერბი
† დანიელ რუმინელი
† ქსიზოსტომოს კვიპროსელი
† იერონიმე ათენელი და სრულიად საბერძნეთის
† საბა ვარშავილი და სრულიად პოლონეთის
† ანასტასი ტირანაელი, დურესი და სრულიად ალბანეთის
† როსტისლავი პრეშოველი, ჩეხური მიწებისა და სლოვაკეთის
Delegation of the Ecumenical Patriarchate
† Leo of Karelia and All Finland
† Stephanos of Tallinn and All Estonia
† Elder Metropolitan John of Pergamon
† Elder Archbishop Demetrios of America
† Augustinos of Germany
† Irenaios of Crete
† Isaiah of Denver
† Alexios of Atlanta
† Iakovos of the Princes’ Islands
† Joseph of Proikonnisos
† Meliton of Philadelphia
† Emmanuel of France
† Nikitas of the Dardanelles
† Nicholas of Detroit
† Gerasimos of San Francisco
† Amphilochios of Kisamos and Selinos
† Amvrosios of Korea
† Maximos of Selyvria
† Amphilochios of Adrianopolis
† Kallistos of Diokleia
† Antony of Hierapolis, Head of the Ukrainian Orthodox in the USA
† Job of Telmessos
† Jean of Charioupolis, Head of the Patriarchal Exarchate for Orthodox Parishes of the Russian Tradition in Western Europe
† Gregory of Nyssa, Head of the Carpatho-Russian Orthodox in the USA
Delegation of the Patriarchate of Alexandria
† Gabriel of Leontopolis
† Makarios of Nairobi
† Jonah of Kampala
† Seraphim of Zimbabwe and Angola
† Alexandros of Nigeria
† Theophylaktos of Tripoli
† Sergios of Good Hope
† Athanasios of Cyrene
† Alexios of Carthage
† Ieronymos of Mwanza
† George of Guinea
† Nicholas of Hermopolis
† Dimitrios of Irinopolis
† Damaskinos of Johannesburg and Pretoria
† Narkissos of Accra
† Emmanouel of Ptolemaidos
† Gregorios of Cameroon
† Nicodemos of Memphis
† Meletios of Katanga
† Panteleimon of Brazzaville and Gabon
† Innokentios of Burudi and Rwanda
† Crysostomos of Mozambique
† Neofytos of Nyeri and Mount Kenya
Delegation of the Patriarchate of Jerusalem
† Benedict of Philadelphia
† Aristarchos of Constantine
† Theophylaktos of Jordan
† Nektarios of Anthidon
† Philoumenos of Pella
Delegation of the Church of Serbia
† Jovan of Ohrid and Skopje
† Amfilohije of Montenegro and the Littoral
† Porfirije of Zagreb and Ljubljana
† Vasilije of Sirmium
† Lukijan of Budim
† Longin of Nova Gracanica
† Irinej of Backa
† Hrizostom of Zvornik and Tuzla
† Justin of Zica
† Pahomije of Vranje
† Jovan of Sumadija
† Ignatije of Branicevo
† Fotije of Dalmatia
† Athanasios of Bihac and Petrovac
† Joanikije of Niksic and Budimlje
† Grigorije of Zahumlje and Hercegovina
† Milutin of Valjevo
† Maksim in Western America
† Irinej in Australia and New Zealand
† David of Krusevac
† Jovan of Slavonija
† Andrej in Austria and Switzerland
† Sergije of Frankfurt and in Germany
† Ilarion of Timok
Delegation of the Church of Romania
† Teofan of Iasi, Moldova and Bucovina
† Laurentiu of Sibiu and Transylvania
† Andrei of Vad, Feleac, Cluj, Alba, Crisana and Maramures
† Irineu of Craiova and Oltenia
† Ioan of Timisoara and Banat
† Iosif in Western and Southern Europe
† Serafim in Germany and Central Europe
† Nifon of Targoviste
† Irineu of Alba Iulia
† Ioachim of Roman and Bacau
† Casian of Lower Danube
† Timotei of Arad
† Nicolae in America
† Sofronie of Oradea
† Nicodim of Strehaia and Severin
† Visarion of Tulcea
† Petroniu of Salaj
† Siluan in Hungary
† Siluan in Italy
† Timotei in Spain and Portugal
† Macarie in Northern Europe
† Varlaam Ploiesteanul, Assistant Bishop to the Patriarch
† Emilian Lovisteanul, Assistant Bishop to the Archdiocese of Ramnic
† Ioan Casian of Vicina, Assistant Bishop to the Romanian Orthodox Archdiocese of the Americas
Delegation of the Church of Cyprus
† Georgios of Paphos
† Chrysostomos of Kition
† Chrysostomos of Kyrenia
† Athanasios of Limassol
† Neophytos of Morphou
† Vasileios of Constantia and Ammochostos
† Nikiphoros of Kykkos and Tillyria
† Isaias of Tamassos and Oreini
† Barnabas of Tremithousa and Lefkara
† Christophoros of Karpasion
† Nektarios of Arsinoe
† Nikolaos of Amathus
† Epiphanios of Ledra
† Leontios of Chytron
† Porphyrios of Neapolis
† Gregory of Mesaoria
Delegation of the Church of Greece
† Prokopios of Philippi, Neapolis and Thassos
† Chrysostomos of Peristerion
† Germanos of Eleia
† Alexandros of Mantineia and Kynouria
† Ignatios of Arta
† Damaskinos of Didymoteixon, Orestias and Soufli
† Alexios of Nikaia
† Hierotheos of Nafpaktos and Aghios Vlasios
† Eusebios of Samos and Ikaria
† Seraphim of Kastoria
† Ignatios of Demetrias and Almyros
† Nicodemos of Kassandreia
† Ephraim of Hydra, Spetses and Aegina
† Theologos of Serres and Nigrita
† Makarios of Sidirokastron
† Anthimos of Alexandroupolis
† Barnabas of Neapolis and Stavroupolis
† Chrysostomos of Messenia
† Athenagoras of Ilion, Acharnon and Petroupoli
† Ioannis of Lagkada, Litis and Rentinis
† Gabriel of New Ionia and Philadelphia
† Chrysostomos of Nikopolis and Preveza
† Theoklitos of Ierissos, Mount Athos and Ardameri
Delegation of the Church of Poland
† Simon of Lodz and Poznan
† Abel of Lublin and Chelm
† Jacob of Bialystok and Gdansk
† George of Siemiatycze
† Paisios of Gorlice
Delegation of the Church of Albania
† Joan of Koritsa
† Demetrios of Argyrokastron
† Nikolla of Apollonia and Fier
† Andon of Elbasan
† Nathaniel of Amantia
† Asti of Bylis
Delegation of the Church of the Czech lands and Slovakia
† Michal of Prague
† Isaiah of Sumperk
† Jeremy of Switzerland, Chief of the Panorthodox Secretariat of the Holy and Great Council