კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს მოკლე ბიოგრაფია


კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს ბიოგრაფია

მიტროპოლიტი ონოფრე 1944 წლის 5 ნოემბერს დაიბადა მღვდლის ოჯახში. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა ტექნიკურ სასწავლებელში და მუშაობდა სამშენებლო კომპანიებში. 1969 წელს ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში.
1971 წლის 18 მარტს აღიკვეცა მონაზვნად და ეწოდა ონოფრე.
1971 წლის 20 ივნისს ხელი დაასხეს იერო დიაკვნად, 1972წლის 29 მაისს კი _ მღვდელ-მონაზვნად.
1988 წელს დაასრულა მოსკოვის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით.
1988-1990 წლებში იყო პოჩაევოს ლავრის წინამძღვარი.
1990 წლის 9დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად.
1994 წლის 28 ივლისს ებოძა მთავარეპისკოპოსობა, 2000 წლის 22 ნოემბერს კი _ მიტროპოლიტობა.
2014 წლის 13 აგვისტოს არჩეულ იქნა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებველი ეკლესიის მმართველად.
x=document.getElementsByClassName("my_entry")[0]; x.className += " narrowedd";