ა.წ. 23 დეკემბერს სასტუმრო „ამბასადორ“-ში, შვეიცარიული ორგანიზაცია – „HEKS-EPER“-ის ფინანსური მხარდაჭერით, „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელისა“ და საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია: „სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამშვიდობო პროცესები _ არსებული ვითარება და გამოწვევები“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, რომელთაც იმსჯელეს კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ ვითარებაზე ზემოქმედების მექანიზმებზე, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საშუალებებსა და შესაძლო პრაქტიკული მიდგომების ჩამოყალიბებაზე.
საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ წლების განმავლობაში აქტიურად ანხორციელებს „სამშვიდობო ბანაკების“ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მცხოვრები ქართველი, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოზარდების ერთმანეთთან დაახლოება-დამეგობრებას.პროექტში მონაწილე ახალგაზრდებისთვის შექმნილია აზროვნების, დასვენებისა და გართობისათვის აუცილებელი გარემო, ეწყობა სხვადასხვა შემეცნებით-ინტელექტუალური და სპორტული ღონისძიებები. ყმაწვილები ეცნობიან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ისტორიასა და კულტურას, ტოლერანტობის არსსა და კონფლიქტის მოგვარების მეთოდებს.
აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ „სამშვიდობო ბანაკების“ პროექტი უნიკალურია და მას შეუძლია მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის სერიოზული ხელშეწყობა.