კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები დალოცა

ა. წ. 18 დეკემბერს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ, ბარბარობის დღესასწაულსა და ეროვნული გვარდიის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები დალოცა.
„დღეს ჩვენ ვლოცავთ ომის ვეტერანებს, რომელთა მხრებზეც ამ საშინელმა ომებმა გადაიარა. ღმერთმა ძალა მოგცეთ და დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები“, – ბრძანა პატრიარქმა.