საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე” ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მონაწილეობას იღებს საერთაშორისო საახალწლო საქველმოქმედო გამოფენაში

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე” ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მონაწილეობას იღებს გაეროს ქალთა გილდიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საახალწლო საქველმოქმედო გამოფენაში.
ეს ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასში მსოფლიოს 70 – მდე ქვეყანამონაწილეობს, მათ შორის საქართველოც.
წელს ფონდის მიერ გამოფენაზე წარმოდგნილ იქნა საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო სახელსნოებში შექმნილი თექისა და ქართული ტიხრული მინანქრის ნამუშევრები, რომელთაც დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
x=document.getElementsByClassName("my_entry")[0]; x.className += " narrowedd";