კათოლიკოს-პატრიარქმა ბულგარეთიდან ჩამოსულ დელეგაციას საპატრიარქოში უმასპინძლა (02.12.2016)

ა.წ. 2 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ეწვია ბულგარეთიდან ჩამოსული დელეგაცია, რომელთა შორის იყვნენ: ცნობილი ჟურნალისტი ევგენია დმიტროვა – ჰიმირსკი, აკადემიკოსი იანკა კრუმოვა-ტაკევა, ბულგარეთის პედაგოგთა სინდიკატის თავმჯდომარე კირილ არნაუტსკი, იუნესკოს ბულგარეთის კულტურული ფონდ „სოზოპოლი“-ს თავმჯდომარე ვალენტინ მიტევი, ბულგარეთის უნივერსიტეტის რექტორი მილენა ბალენსკა, სამხატვრო სკოლების ხელმძღვანელები, – ლიუბენ ნაიდენოვა და ტატიანა კოსტადინოვა, 4 ნორჩი მხატვარი და სხვები.
x=document.getElementsByClassName("my_entry")[0]; x.className += " narrowedd";

შეხვედრაზე ისაუბრეს ბულგარულ-ქართულ ურთიერთობებზე, ბავშვებმა კი საჩუქრად პატრიარქს თავისი ნახატები გადასცეს.