პატრიარქის სიტყვა სულხან მოლაშვილის პანაშვიდზე (06.07.2016)

წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა“ (ფსალ.142,10). ეს სიტყვები დღეს შეეფერება სულხანს, რომელიც მიდის სასუფეველში. უფალი იყოს მისი მფარველი, უფალი იყოს მისი მწყალობელი, უფალი იყოს მისი მაცხოვარი. მისი ლოცვები შეეწიოს საქართველოს.
ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას, თუმცა ეს სცდება ოჯახის ფარგლებს, ეს არის მწუხარება სრულიად საქართველოსი.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უკვდავი სული.
ქაშვეთისტაძარი
6 ივლისი, 2016 წელი
x=document.getElementsByClassName("my_entry")[0]; x.className += " narrowedd";