პატრიარქის ქადაგება (12.05.2016)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი.
„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენნი შენი“
რომ გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, დავინახავთ, რომ ჩვენს ისტორიაში არის ამოფრქვევები, ვულკანი რომ ამოაფრქვევს, ისეთი. როგორ შეიძლება ავხსნათ ჩვენ ამდენი წყალობა, ამდენი დიდება; ხალენი წმინდისა ილია წინასწარმეტყველისა. საქართველოს წილხვედომილობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ან უფლის კვართის ჩამოტა საქართველოში, ანდრია პირველწოდებულის შემოსვლა აწყურის ღვთისმშობლის ხატით საქართველოში. მეხუთე საუკუნეში წმ.ვახტანგ გორგასალის მიერ ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება.რამდენი შეიძლება გავიხსენოთ. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობცა დაჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის.
დიახ, – ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველოზე განსაკუთრებული მადლია ღვთისა, მადლი უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმსავსებელი. მადლი, რომელმაც შეცვალა ქართველი ადამიანი და დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ დღესასწაულს, ჩამობრძანებას ანდრია პირველწოდებულისა საქართველოში. ასევე ვზეიმობთ ვახტანგ გორგასლის ხსენებასდა პირველი კათოლიკოსების პეტრესა და სამუელის ხსენების დღესასწაულს.
ჩვენ ვმადლობთ უფალს იმიტომ, რომ უფალმა ინება ეს დიდი წყალობა.უფლის წყალობით ვართ, რაც ვართ. დღეს ყოველი ჩვენგანი, ყოველი ქართველი ადამიანი უნდა შევიდეს ეკლესიაში და მადლობა შესწიროს უფალს ამ დიდი წყალობისთვის. წმინდა მოციქული ანდრია გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. ანდრია პირველწოდებული აგრძელებს თავის ქადაგებას საქართველოში, ვახტანგ გორგასალი და პირველი კათოლიკოსები აგრძელებენ თავის მოღვაწეობას. შეგეწიოთ ღვთის მადლი და კურთხევა ღვთისა იყოს თქვენზე, საქართველოზე და მთელს მსოფლიოზე.
ჩვენთან არს ღმერთი!
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
12 მაისი 2016 წელი