კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით საქართველოს მაშტაბით ენდემური ვაზის ჯიშების გაშენება დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით დაიწყო ერთობილი პროექტი, რომელიც ძირითად მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვარეგიონისთვისდამახასიათებელი, მაგრამ დღეისათვის ფაქტიურად დაკარგული უნიკალური ენდემური ვაზის ჯიშების დარგვას და აღორძინებას. აღნიშნული ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა კურთხევით დაიგეგმა და ხორციელდება.
11 მიასს, ეთნოგრაფიული, მუზეუმის ტერიტორიაზეკათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმ თეოდორემ (ჭუაძე), სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა იური ნოზაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ბატონმა ლევან უჯმაჯურიძემ და მუზეუმის ადმინისტრაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ამსახველ საკარმიდამო ზონებში ამ რეგიონებისთვის დამახასიათებელი უნიკალური ენდემური ვაზის წამყვანი ჯიშები დარგეს..
ამავე დღეს, სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო ცენტრისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ჯიღაურას კვლევით ბაზაზე არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენრტის მიერ გამოყვანილი 100-ზე მეტი დასახელების უნიკალური ვაზის ჯიშები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზეც დაირგო.
13 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობის დროს ახალციხეში მოხდება მესხური ვაზის ჯიშების კურთხევა და მათი გაშენება ვარძიის, წუნდის, ახალციხისა და ამ ეპარქიის სხვა მონასტრებში.