ხარების დღესასწაულზე ჩხავერი ლაზურ მიწაზე დაბრუნდა

ა.წ. 5 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით.
7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, საქართველოს საპატრიარქოს,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და თურქულ მხარესთან ერთად თურქეთში, ხუთ ლაზურ ქალაქში, გაშენდა ქართული ენდემური ვაზის ჯიშები, რომელიცსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა.
მოლაპრაკება გაიმართა ქალაქ ფოთისა და ქალაქ ფაზარის მერებს შორისაც ამ ქალაქების დაძმობილების თაობაზე. ქალაქ ფაზარში მხარეებმა ასევე ერთობლივად დარგეს ჩვენი უნიკალურივაზის ჯიშებს.