პატრიარქის ქადაგება ხარების დღესასწაულზე (სვეტიცხოველი, 07.04.2016)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი…“
დღეს მთელი მართმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს. დღეს არის განსაკუთრებული ზეიმი, იმდენად დიდია ხარების დღესასწაული, რომ,როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ამ დღეს ჩიტი ბუდესაც კი არ იკეთებს, არამედ ადიდებს უფალს. და აი ჩვენც ვადიდებთ ამ დიდებულ დღესასწაულს და შევთხოვთ უფალს, რომ წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული მოგვმადლოს. ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ დღეს ჩვენთანერთად წირვასესწრებოდა ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე – პრემიერ მინისტრი. ვულოცვათ მას და გილოცავთ ყველას.
ესდღესასწაული შთაგვაგონებს იმას, რომ ყოველი ჩვენთაგანი უნდა იყოს მახარებელი, ამიტომაც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი. არა სამწუხარო და ნეგატიური, როგორც ჩვენს ტელევიზიებში არის ხოლმე (სადაც სულ ნეგატიური ამბები გადმოიცემა, რომელიც ქმნის დიდ სიმძიმეს). თითქმის არ არისდღე, რომ არ მოვიდნენჩვენთან ადამიანები მძიმე ამბებითდა არ თქვან, რომ ამა თუ იმ პიროვნებამთავი მოიკლა.
ადამიანი ვეღარ იტევსამ სტრესს, ამიტომ უნდა ჩავიხედოთ ადამიანის გულში და სიხარულიმივანიჭოთ, რაღაც უნდა ვახაროთმას.
დღეს მთელ მსოფლიოში არის დაძაბული ურთიერთობა და კაცობრიობა ეძებს დაძაბულობისმიზეზს. უპირველეს ყოვლისა, ყოველმა ჩვენგანმა თავის გულში უნდა ჩაიხედოს…
ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ დღეს ჩვენს წირვას ესწრებიან რუსები, ოსები, აფხაზები და სხვა ერების წარმომადგენელნი. მე მათაც ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს, ისევე როგორც ქართველებს. თქვენ ისეთივე ჩვენი სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, უნდა ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა.
წყალობა, მშვიდობა და სიხარული სუფევდეს თქვენთან და მთელ მსოფლიოში.
ჩვენთან არს ღმერთი!
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი
7 აპრილი 2016 წელი